Express News

კოტე კუბლაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, რომელიც დადასტურებულია პარლამენტის მიერ



სააკაშვილის ჩამოცილების შემდეგ, ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად კოტე კუბლაშვილი რჩება – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის მეხუთე მუხლის დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელმა გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. დავით ზირაქაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების 190 პოლიტპატიმარი თავის დროზე სწორედ კუბლაშვილის სასამართლომ ცნო დამნაშავეებად.
„ჩვენმა პარლამენტმა აღიარა, რომ ქვეყანაში არსებობდა 190 პოლიტპატიმარი და 30 პოლიტიკური დევნილი. კარგი, დევნილებს თავი დავანებოთ, ამათი საქმეები გამოძიების ეტაპზეა. ის, რომ 190 კაცი უკანონოდ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით, ეს ხომ პარლამენტმა დაადგინა? ამ აღიარებას თავისთავად უნდა მოჰყოლოდა გაგრძელება. კი, ბატონო, პიროვნება კი აღიარე პოლიტმატიმრად, მაგრამ ვინ გაასამართლა პოლიტიკური ნიშნით? სასამართლომ. ვინ დაიჭირა პოლიტიკური ნიშნით? პროკურატურამ და გამომძიებელმა. თუ ამ ადამიანებმა მოიარეს მესამე ინსტანცია და მაინც გაამტყუნეს, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? სასამართლომ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვინ არის? კოტე კუბლაშვილი. დანაშაული ჩადენილია, რომელიც დადასტურებულია პარლამენტის მიერ, მორჩა. რა ევროპა და რომელი ამერიკა? ასე რომ, შეუძლებელი არაფერია, თუ გული გულობს, ყველა დამნაშავე წავა ციხეში და მათ შორის, კოტე კუბლაშვილიც“, – განუცხადა დავით ზირაქაშვილმა გაზეთ „ალიას“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT