Express News

"როენა "მამიდა" თავისუფალია!"



"როენა ხუცურაულს პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინა", "მამიდა" შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით "გამოძვრეს", "როენა "მამიდა" თავისუფალია!" - სწორედ ასეთი შინაარსის სათაურებით ვრცელდებოდა სტატიები როენა ხუცურაულის მისამართით. ადამიანი, რომელიც ყოველთის სკანდალებთან ასოცირდებოდა, დღეს მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებს.
მუდამ მომხიბვლელი ქალბატონი ყოველთის ყურადღების ცენტრში ექცევა, პრინციპში რა გასაკვირია, ის ხომ სრულიად საქართელოს "მამიდაა", მაგრამ ალბათ, ცოტამ იცის, ის თუ, ვინაა იგი სინამდვილეში როენა.
ბოლო წლების გამნავლობაში როენას ინტერვიუ არც ერთ ჟრნალ-გაზეთსა თუ სააგენტოში არ გამოქვეყნებულა. ასე რომ, ამჯერად სრულიად საქართველოს მკითხველს "MediaCity" მამიდა დე გრანტეს - როენა ხუცურაულის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.
- შეუძლია თუ არა საქართველოში ქალს სრულად მოახდინოს თავისი თავის რეალიზება?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის გონებრივ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. უბრალოდ საქმეს ძალიან ართულებს ის, რომ საქართველოში არაა თანასწორუფლებიანობა.
- ამაზე უკვე არაერთხელ მიგვითითა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაგრამ უშედეგოდ. რეალურად არავინ არაფერს არ აკეთებს ამისთვის?!
- საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და ტრადიციების მოყვარე ერი ვართ. მე არ ვიცი, რას გულისხმობთ "რეალურ გაკეთებაში". ქართველი კაცისთვის ქალი ყოველთვის იქნება "კუხნაში".
- საწოლში?
- ეს უკვე ქალებზეა დამოკიდებული. თუმცა მარტო "კუხნაზე" რომ არ იყვნენ ჩაციკლულები, მაშინ ეს ბევრ რამეზე აისახებოდა.
- და მაინც, რა შუაშია ტრადიციები. ტრადიციულია ბულგარეთი, რუმინეთი და ა.შ. მაგრამ, ასეთი რამე არ ხდება.
- ქართველი ქალი ქალს აღარ ჰგავს და იმიტომ. არ უვლის თავს და არის უგემოვნო.
- თქვენ ყოველთვის გადასარევად გამოიყურებით. რა უშლის ხელს ქართველ ქალს თავის თავს მოუაროს? ანდა რატომ არის ქართველი ქალი მოუვლელი, როდესაც გარეგნობაც უწყობს ხელს და რიგ შემთხვევაში, ფულიც აქვს?
- თუ ქალს ბევრი ფული აქვს და არის უგემოვნო, დამერწმუნეთ რომ ყოველთის მოუვლელი იქნება. ჩემს თავს ყოველთვის პატივს ვცემ. ყოველთვის ვიცი რა მიხდება და შეძლებისდაგვარად მუდამ ფორმაში ვარ.
- რას ურჩევდით ამ მხრივ ქართველ ქალებს -რას ნიშნავს ფორმაში ყოფნა. სულაც არ არის საჭირო ფინანსები, იმისთის რომ ქალმა სახლის პირობებში თავს მოუაროს. მაგრამ, არც ამას აკეთებენ. იმიტომ რომ არ აქვთ სტიმული. პირადად თვენ, რა გაძლევთ ამ სტიმულს?
- სტიმულს ჩემი ოჯახი, შვილი, სიძე, შვილიშვილები და საუკეთესო მეგობრები მაძლევენ და რა თქმა უნდა, საზოგადოების მთელი არმია. სწორედ ამიტომ ვარ სრულიად საქართველოს მამიდა და ყველაფერთან ერთად სულიერად ძალიან ძიერი ქალი ვარ. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე გეტყვით ერთ რამეს. ქალი არის სამი ტიპის: სუსტი, საშუალო და ძლიერი. ამ ცხოვრებამ კი მებრძოლად ჩამომაყალიბა . მე მივეკუთვნები ძლიერი ქალის კატეგორიას.
- ძლიერი ხართ ანუ?
- ლომივით.
- ამის თქმა არ გჭირდებათ, ისედაც ჩანს. უბრალოდ ძალიან ძნელია იყო ძლიერი საქართველოში, როცა ქალი ხარ?
- ცხოვრების გზაზე უამრავმა ქარტეხილმა ჩაიარა. ვერ გამტეხეს, რადგან ვგრძნობ რომ უფალი ჩემთანაა. არ აქვს მნიშვნელობა რა გზას აირჩევ, გინდ კაცი იყოს და გინდ ქალი, მთავარია იმ გზით დაამთავრო ცოხვრება. სწორედ, ასე ვაპირებ ცხოვრების დასასრულს. ქალის ფსიქოლოგია ზოგადად კარგად მაქვს შესწავლილი. და ერთს გეტყვით კიდევ... არ მომწონს ნასწავლი, დაყენებული მანერებით ჩვენი ხელისუფალი ქალბატონები, დამერწმუნეთ ისინი წინააღმდეგობებს ვერ გაუძლებენ. "პოდნოსით" მირთმეულით კმაყოფილდებიან. პირველ რიგში ქალში მთავარია იყოს კარგი დედა და ისეთი პატიოსანი სულის ადამიანი, როგორიც მე ვარ.
- რომელია თქვენი "კუმირი" ქალი - არა აქვს მნიშვნელობა ქართველია და არაქართველი, თქვენთვის მისაბაძი და ავტორიტეტი?
- ამ ქვეყნად მხოლოდ უფლის მეშინია. ყველა ადამიანი მთავარია უფალთან იყოს მართალი და სარკეში რომ ჩავიხედებით ჩვენი თვალების არ უნდა შეგვეშინდეს.
- ეგ ნამდვილად, მაგრამ სხვა რამე გკითხეთ. მაგალითად , ნინო ბურჯანაძეს მარგარეტ ტეტჩერი ჰყავს იდეალად და ბაძავს მას ყველაფერში. თქვენ თუ გყავთ ასეთი?
- მატაჰარი.
- მოცეკვავე, სამმაგი აგენტი, ტრაგიკული ადამიანი...
- თან ყველა ქვეყნისთვის ამოუცნობი ფენომენი.
- ანუ იდუმალებამდე მივდივართ...
- ისევე როგორც სამყაროა ამოუცნობი.
- და ბოლოს...
- მიყვარს ბუნება, ერთგულება, კეთილი ადამიანები, ბუნებაში ფეხშიშველა სიარული, რადგან მეტად შევიგრძნობ სამყაროს. მინდა რომ ყველა იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი და იყოს მშვიდობა.

http://mediacity.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT