მასში მონაწილეობა ახალაიას ოჯახის ახლობლებმა და მხარდამჭერებმა მიიღეს. პარალელურად, მხარდამჭერთა ნაწილი ახალაიების საცხოვრებელ სახლთანაც შეიკრიბა.
“ჩვენი ზეიმის მიზეზი ისაა, რომ დათა ახალაია საბერძნეთის სასამართლომ გაათავისუფლა. ჩვენ მალე ასევე ვიზეიმებთ ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ მაქაცარიამ.
საბერძნეთის სასამართლომ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია გირაოს სანაცვლოდ გუშინ გაათავისუფლა. იგი საპატიმროს დღეს დატოვებს.