Express News

ადვოკატი შალვა თათუხაშვილის ნაწამები სხეულის ფოტომასალას აქვეყნებს



ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გენერალ გოგი თათუხაშვილის ვაჟის, გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ვაქვეყნებ რა შალვა თათუხაშვილის ნაწამები სხეულის ფოტომასალას, მსურს მცირე განცხადება გავაკეთო არა მხოლოდ როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ: ვაისამართალდამცავთა მიერ ნაწამები შალვა თათუხაშვილის დალეწილი სხეული, უკვე მერამდენე დღეა მის ოჯახში ასვენია, ხმის ამომღბი კი არავინ არის... თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალბგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი.

თხოვნით მოგმართავთ ყველას - თუკი შემთხვევით სადმე გადააწყდეთ სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით, ნეტავი ხომ ჯანმრთელად ბრძანდება?!. მაინტერესებს, სად არის საია-ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელმაც ლამისაა ერთბაშად შეითავსა საკონსტიტუციო თუ უზენაესი სასამართლოს ფუნქციები და ყველა საკითხზე უმაღლეს ვერდიქტორად გვევლინება. მიპასუხეთ, სად არიან პიარზე ორიენტირებული დანარჩენი ე.წ. უფლებადამცველები, რატომ დუმს საზოგადოება, ხმას რატომ არავინ იღებს?! რამ დააბრმავა და დააყრუა ომის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელთა დუმილი ყველაზე მეტად სამარცხვინოა?! რას უცდიან წინასაარჩევნოდ ხეირს დადარაჯებული პარტიები, ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?! სირცხვილი თქვენი!..
reportiori.ge




About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT