სამხატვრო აკადემიაში საპროტესტო ტალღა გრძელდება. სასწავლებლის ცენტრალურ შესასვლელ კიბეზე ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებულმა სტუდენტებმა პერფომანსი წარმოადგინეს.
ახალგაზრდების ნაწილი კიბის საფეხურებზე დაწვა, რის გამოც აკადემიაში შესასვლელი გზა რამდენიმე წუთით ჩაიკეტა.
სტუდენტთა მსგავს აქციას სამხატვრო აკადემიის რექტორატის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ხელმძღვანელობამ პერფომანსი უშინაარსო და გაუგებარ აქციად შეაფასა.
საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები სახელოვნებო სივრცეში მეტ თავისუფლებას და სწავლის მეთოდისა და სისტემის ფორმირებას ითხოვენ.