გასულ წელს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ხელფასებზე, დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 4 723 032 ლარზე მეტი თანხა გასცა. ხელფასები საეთერო ბადეში არარსებული გადაცემებისთვის გაიცა - ამის შესახებ აღნიშნულია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შიდა აუდიტის 2013 წლის ანგარიშში, რომელიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ პარლამენტში წარდგენილ 2013 წლის ანგარიშს ერთვის.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2013 წლისთვის ხელფასებისთვის 10 000 000 ლარი დამტკიცდა. უწყისების მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გაცემულია 14 723 032 ლარი, ანუ დამტკიცებულ ბიუჯეტზე 4 723 032 ლარით მეტი.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2013 წლის სახელფასო უწყისების შესწავლის დროს აღმოჩნდა, რომ იანვრიდან - დეკემბრამდე საეთერო ბადეში არარსებული გადაცემების ჯგუფების ხელფასებია გაცემული. არარსებულ გადაცემებზე მარტო ხელფასების სახით გახარჯულია 285 766.52 ლარი.
გარდა ამისა, პროდუსინგის სამსახურის ხარჯი ბიუჯეტით 2 005 000 ლარი იყო, შიდა აუდიტის დასკვნით კი, 2013 წლის განმავლობაში გაიხარჯა 3 628 744 ლარი, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 1 623 744 ლარით მეტია.
გარდა ამისა, პროდუსინგის სამსახურის ხარჯი ბიუჯეტით 2 005 000 ლარი იყო, შიდა აუდიტის დასკვნით კი, 2013 წლის განმავლობაში გაიხარჯა 3 628 744 ლარი, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 1 623 744 ლარით მეტია.
პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტებს შორისაა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს იმდროინდელი ხელმძღვანელის ემზარ გოგუაძის განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უფროსისა და მთავარი პროკურორის სახელზე. ემზარ გოგუაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მმართველ გუნდს უჩივის და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსური რესურსის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. ის განცხადებაში შიდა აუდიტის მონაცემებს ეყრდნობა და გამოძიების დაწყებას ითხოვს.
liberali.ge