ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ აშუბას განცხადებით, ოპოზიციურ ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მთვრობის გადადგომას დასთანხმდა.
„ანქვაბმა ადმინისტრაციული შენობა დატოვა მას შემდეგ, რაც იქ ოპოზიციონერთა ჯგუფი შეიჭრა. მოლაპრაკებების შედეგად იგი მთავრობის, გენერალური პროკურორისა და რესპუბლიკის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადადგომას დასთანხმდა, ამასთან, რესპუბლიკის პრეზინტის გადადგომასაც“-განაცხადა აშუბამ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან მოლაპარაკებების შედეგს არ დაელოდნენ, ანქვაბის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს.
„ინტერფაქსის“ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, რის შედეგადაც ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ შესასვლელი კარიც ჩაამტვრიეს და შიგნით შეაღწიეს.
ოპოზიციის ნაწილი ანქვაბთან მოსალაპარაკებლად შევიდა.