Express News

ზუგდიდში მეგრული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს (ვიდეო)



დღეს, ზუგდიდიში კინოთატრ „ატრიუმში“ მეგრული ენის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. შეხვედრას, რომელსაც ადგილობრივი მწერლები, პოეტები, ენათმეცნიერები და მოქალაეები ესწრებოდნენ მეგრულ ენაზე წარიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორის, სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელის ზურაბ კვარაცხელიას თქმით, დღევანდელი შეხვედრა და ზოგადად, მეგრული დღის აღნიშვნა მიზნად ქართველური ენების, კერძოდ მეგრული ენის გადარჩენას ისახავს.
როგორც  შეხვედრაზე ითქვა, მეგრული ენა გაქრობის პირას დგას და აქედან გამომდინარე მას, ხელისუფლების მხრიდან, გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
„თუ კი დაიღუპება მეგრული ენა, დაიღუპება ქართული ენაც“, – ამბობს ენათმეცნიერი მამანტი ძაძამია.
ცნობისთვის, მეგრული ენის დღის დაარსების იდეა სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს“ წარმომადგენლებს ეკუთვნის და ის საგანგებოდ  ენათმეცნიერის, მამანტი ძძამიას დაბადების დღეს დაამთხვიეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT