Express News

რუსული მედია კრამატორსკში უკრაინის სპეცრაზმ "ალფას" სამი ოფიცრის დატყვევების შესახებ იუწყება


რუსული მედიის ინფორმაციით, კრამატორსკში სეპარატისტებმა უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმ "ალფას" სამი ოფიცერი ტყვედ აიყვანეს. ამასთან, "Комсомольская правда" ავრცელებს ფოტოებს და ვიდეოს, სადაც სამი თვალებახვეული, დასისხლიანებული მამაკაცი, შარვლების გარეშე, ჰყვება, რომ ისინი უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები არიან და ტყვედ ჩავარდნენ. ისინი რუსული მედიის კითხვებს პასუხობენ და საკუთარ დოკუმენტებს აჩვენებენ.
უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ დაკავებულები მართლაც სპეცრაზმ "ალფას" წევრები არიან, თუმცა, როგორც ცნობილია, სლავიანსკის სეპარატისტების ლიდერმა იგორ სტრელცოვმა ისინი სამხედრო ტყვეებად გამოაცხადა და კიევს მათი დაკავებულ პრორუს სეპარატისტებზე გაცვლა შესთავაზა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT