სროლა თბილისში – დაჭრილია მამაკაცი
ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა თბილისში დღეს საღამოს მომხდაროი სროლის შედეგად. შემთხვევა ვაჟა-ფშაველას მე-4 კვარტალში მოხდა. სროლის შედეგად მამაკაცმა ჭრილობა მიიღო რის გამოც ის ჰოსპიტალიზირებუილია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „პირველ რადიოს“ შსს-ს პერსსამსახურში განუცხადეს ძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით უკვე დადგენილია თავდამსხმელის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.