Express News

როგორ გააქრო თავდაცვის მინისტრმა, ალასანიამ, პარიზში გადაღებული სკანდალური ვიდეო ინტერნეტიდან?


წინა კვირას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია კიდევ ერთ "ცუღლუტობაში" გამოიჭირეს - სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც მისი "მოგზაურობა" იყო დაფიქსირებული პარიზში, თაკო ვალიშვილთან ერთად. ალასანიამ მას საფრანგეთში ბრიუსელიდან ჩააკითხა. ვალიშვილი არის 28 წლის, პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერი, ჰყავს ერთი შვილი. მეუღლეს გაცილებულია. ვიდეორგოლი პირველად "იუთუბიდან" "ნაციონალებმა" წამოიღეს და თავიანთი სააგენტოს ("თავისუფალი ზონა") გვერდზე დადეს, მაგრამ სულ რაღაც ერთ საათში ეტყობა "გაგიჟებულმა" ირაკლი ალასანიამ აღნიშნული ვიდეო დააბლოკინა. დასკვნა: თავდაცვის მინისტრს ძალიან დიდი გავლენა აქვს "ნაციონალებზე", კერძოდ, გურამ დონაძესა და კობა ხაბაზზე (ამ საიტს ეს ადამიანები კურირებენ). ვიდეო იმდენად სწრაფად გააქრეს სხვა საიტების მეპატრონეებმაც, რომ პირადად ჩვენ ფოტოების "გადმოკოპირებაც" კი ძლივს მოვასწარით. ამის შემდეგ ფირი ქრება "იუთუბიდანაც"... არადა, გვეგონა, ალასანია ამდენზე ვერ გაქაჩავდა. 
და მაინც, რა იყო კონკრეტულად ასახული და რამ "გააგიჟა" ირაკლი ალასანია? გადაღება დაიწყო ქუჩიდან, 2 წუთის შემდეგ თავდაცვის მინისტრი შედის რომელიღაც სასტუმროში და ხვდება თაკო ვალიშვილს. ისინი კარგა ხანს დგანან ადმინისტრატორთან, იღებენ ნომერს. არადა, ეს ის დღეებია, როცა უკრაინაში ხელისუფლება ემხობა და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის პოსტზე გაჯგიმული უნდა იდგეს. მეტიც, სწორედ იმ დღეებში, მე-4 ბრიგადაში 150-მდე ჯარისკაცი იწამლება უვარგისი საკვებით. თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ყველაფერს უარყოფს: 
"მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო ვაზიანში მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში. სამივე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უახლოეს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან". 
"ქრონიკამ" სხვა, არაოფიციალური არხებით სცადა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ მოწამვლის ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი მე-4 ბრიგადაში. სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ძალიან კარგად ეხერხება ინფორმაციის დამალვა. როგორც ჩანს, მაგალითს მინისტრისგან იღებენ და ზემოდან "დაბროც" აქვთ მიცემული. ირაკლი ალასანიას ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მისცა შენიშვნა, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო: ირაკლი, ნუ დადიხარ საეჭვო ადგილებში ისე, რომ ამის შესახებ მე არაფერი ვიცი! პირველი შემთხვევა, ალბათ, გახსოვთ, ახალი მთავრობის დაკომპლექტებისთანავე მოხდა, როცა თავდაცვის მინისტრი დუბაიში "გაშპა" და იქ, საყვარელი ქალების გარდა, "ნაციონალებსაც" შეხვდა. მეორე შემთხვევა იყო, როცა ჩვენი სამთავრობო დელეგაცია თურქეთს ეწვია და ირაკლი ალასანია ანკარაში დატოვეს. 
როგორც ჩანს, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჰგონია, რაც უფრო შორს წავა საქართველოდან, მით უფრო უხილავი იქნება და ვერავინ ვერაფერს დაინახავს. არადა, პირიქითაა, რაც უფრო შორს გარბის, მით უკეთესად ხედავენ... მას, თეა წულუკიანის მსგავსად, არასოდეს უმართლებს. ამ უკანასკნელმა ლამის ერთი თვე გაატარა (ახალი წელი) თავის საყვარელთან ერთად ჯერ იტალიაში, შემდეგ კი საფრანგეთში, მაგრამ მისი გადაღება ვერავინ მოახერხა. ამჯერად, ისმება შეკითხვები: რა საჭიროა თავდაცვის ისეთი მინისტრი, რომელსაც სექსუალური აშლილობა სჭირს და ვერსად ვერ იმალება ხეირიანად? რა საჭიროა დუბაისა და პარიზში "გრიალი", როცა საქართველოში უამრავი სამალავია და ამის შესახებ ყველაზე კარგად თავდაცვის მინისტრმა უნდა იცოდეს? პრინციპში, კაცია და გუნება, ეტყობა, ჰავასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სექსის დროს! 

წყარო alia.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT