Express News

დიდი ცვლილებები პრეზიდენტ მარგველაშვილის კარზე - შეეწირა თუ არა თანამდებობები უთანხმოებებს?


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა აბაშიძემ თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა. 

აბაშიძის განცხადებით, მან გადაწყვეტილება პრეზიდენტთან შეთანხმებით მიიღო, თუმცა მიზეზებს არ აკონკრეტებს.

მისი ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლაშა აბაშიძის ორმა მოადგილემ და ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმაც დატოვა. 

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ვანო მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

"გათავისუფლდეს ივანე მაჭავარიანი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის - საგარეო ურთიერთობათა მდივნის თანამდებობიდან 2014 წლის 13 ივნისიდან საკუთარი ინიციატივით, "საჯარო 
სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე", -აღნიშნულია განკარგულებაში. 

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შესაძლოა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაინიშნოს. 
ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი უფროსი, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირ უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია და მან თანამდებობა გიორგი მარგველაშვილთან შეთანხმებით დატოვა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT