Express News

სკანდალი-მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე წლის 6 თვეში 4 მილიონ ლარამდე პრემია გაიცა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მიმდინარე წლის 6 თვეში, თანამდებობისა და არათანამდებობის პირებზე, მთლიანად, 3,96 მილიონი ლარის ოდენობით პრემია გაიცა. 

ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

ორგანიზაცია უწყებას საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობაშიც ადანაშაულებს.

„მართალია IDFI-ს არ მოეწოდა ინფორმაცია პროკურატურის თანამდებობის პირებზე 2013 წლის 1 იანვრიდან წერილის მიღების მომენტამდე გაცემული პრემიების შესახებ ცალ–ცალკე სახელის და გვარის მითითებით, თუმცა მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯამურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობის პირებს, 2013 წელს მიღებული აქვთ პრემია 1 646 027 ლარის ოდენობით, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 852 731 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლებზე (გარდა თანამდებობის პირებისა) ამავე დროის პერიოდში გაცემულ პრემიებს, აღნიშნულთან დაკავშირებით გვეცნობა, რომ 2013 წელს პროკურატურის თანამშრომლებზე გაცემულია 4 254 830 ლარის ოდენობით პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი პრემია 3 114 115 ლარის ოდენობით პრემია“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT