"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ინციდენტი მოხდა
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, ინციდენტი მოხდა.
როგორც უმცირესობის წევრი აცხადებს, მოქალაქეების გაურკვეველმა ჯგუფმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაცვის წევრს და შენობას საღებავი შეასხა.
ბოკუჩავა სამართალდამცველებს მიმართავს და მათგან ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
"ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ჰყავდეს პრემიერი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ეფექტურად იმუშავოს მთავრობამ, გვყავს ვინმე ჰაკიმ ფაშა. რომელიც დაკავებულია თანასოფლელების ორგანიზებით და ასეთი მავნებლობების განხორციელებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.