Express News

სასწრაფოდ-დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში აქციაზე გამგებლის მოადგილეს და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის[VIDEO]



ყოფილი სააფთიაქო ქსელის შენობაში მცხოვრებ დევნილებს, „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა - ჩიხრაძის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს და ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიმდინარე აქციაზე. თენგიზ ჯგუშიამ გურგენ სართანიას უთხრა, რომ მას აქ გამოჩენის უფლება არ აქვს, რადგან ამ დრომდე არ დაინტერესებულა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებით, და ზოგადად, არ ინტერესდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებით. მანვე ასევე ახსენა წყლის მილების საქმეც. თავის მხრივ, დევნილები აცხადებენ, რომ მათ წყალი არ მიეწოდებათ და მის აღდგენას ითხოვენ, ასევე კანალიზაციის მოწყობას და მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას. 
გურგენ სართანიამ განაცხადა, რომ აქცია მიზანმიმართულად გაიმართა, რათა „აპოლიტიკურმა სუბიექტმა ხალხის ყურადღება მიიპყროს“. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში ყოფნისას თავად დაჰპირდა დევნილებს ვითარების გამოსწორებას და პროცედურულად ეს ამ დრომდე მიმდინარეობდა. გურგენ სართანიამ აღნიშნა, რომ ის ესაუბრა ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილს, რომ თანხა, რაც საჭიროა მოთხოვნილი პრობლემების მოგვარებისთვის, ხვალ გადმოირიცხება.

იძულებით გადაადგილებული პირები არასაპარლამენტო ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებთან ერთად საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მართავენ აქციას.  

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT