ასეთი დიდებულია ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთ II-ის ახალი, 3,5-მილიონიანი კარეტა
ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ II საპარლამენტო წლის გახსნაზე ტრადიციული სიტყვის წარმოსათქმელად ახალთახალი კარეტით მიაბრძანეს. კარეტაში ექვსი ცხენი იყო შებმული და ასე გაიარა დედოფალმა გზა ლონდონში, ბაკინგემის სასახლიდან პარლამენტის შენობამდე.
შავ და ოქროს ფერებში გადაწყვეტილი კარეტა ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეპოქებიდან აღებული ნაწილებითაა მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ კარეტა დედოფალს 2006 წელს, 80 წლის იუბილეზე აჩუქეს, თუმცა ელიზაბეთ II-მ ამ უძვირფასესი და შესანიშნავი კარეტით პირველად ახლა ისარგებლა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ კარეტის სრულყოფა ახლაღა დამთავრდა!
► ჯიმ ფრეკლინგტონის მიერ შექმნილ კარეტაზე 8 წლის განმავლობაში 50 ავსტრალიელი ოსტატი მუშაობდა.
► გამოიყენეს მეფე ჰენრი VIII-ის დროინდელი ომის ნავებიდან აღებული ხის მასალები და ეროვნული გმირის, ადმირალ ნელსონის (ტრაფალგარის ბრძოლის გამარჯვებული, 1805) საბრძოლო ნავებიდან აღებული ხის მასალები. ასევე ისააკ ნიუტონის ვაშლის ხის მასალა და ბრიტანეთის მთავრობის სასახლის ყოფილი კარის მასალა.
► მეტალის ნაწილები პირველი და მეორე მსოფლიო ომების საბრძოლო თვითმფრინავებიდან და ვატერლოოს საბრძოლო მასალიდან შეირჩა.
► დედოფლის ახალ კარეტაში გამოყენებულია წმინდა პავლეს ტაძრის, ლონდონის თაუერის, ასევე ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების ნაწილები.
► კარეტას არც კომფორტი აკლია: აქვს ელ-შუშები და გათბობა. ელექტროენერგიის წყარო 12-ვოლტიანი ელემენტია, რომელიც სავარძლის ქვეშაა დამალული.
► კარეტაში 360-გრადუსიანი კამერაა დამონტაჟებული.
დედოფლის ახალი კარეტა 3,5 მილიონ ევროდაა შეფასებული.