„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა მოდულის შენობაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ბრალს წაუყენებენ. მასთან მისი ადვოკატები იმყოფებიან.
უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელი კიევში გაფრენამდე აიყვანეს.
გიგი უგულავა უკან დაბრუნებას დღეს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთი აჩვენა.