Express News

დღეს 2, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში კი მთლიანად 13 ქალის სიცოცხლე მოისპო



ბოლო სამი თვის განმავლობაში, ძალადობრივმა კულტურამ 13 ქალის სიცოცხლე შეიწირა:

  1. 8 მარტს თბილისში ყოფილმა მეუღლემ 36 წლის ქალის დანის რამდენიმე ჭრილობის მიყენებით მოკლა;

  2. 14 მარტს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა 25 წლის ქალი, ეჭვიანობის ნიადაგზე, გულმკერდში მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლა;

  3. 15 მარტს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარმა ცოლი მაღაზიაში დანის რამდენიმე დარტყმით მოკლა;

  4. 19 მარტს მარნეულში მამაკაცმა მეზობელი გოგონა მოკლა და ცხედარი გადამალა;

  5. 19 მარტს კახეთში 17 წლის გოგონამ თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ოჯახ მას დანიშვნა მისთვის არასასურველ მამაკაცზე დანიშვნას აიძულებდა;

  6. 20 მარტს სოფელ თამარისის მაცხოვრებლებმა 17 წლის გოგონა მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია მისი 51 წლის მეზობელი მამაკაცი;

  7. 16 აპრილს საჩხერეში 19 წლის გოგონამ თავი მოიკლა მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ. სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული;

  8. 23 აპრილს ორხევში 72 წლის ქალი მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების დროს დანით მოკლა;

  9. იმავე დღეს თერჯოლაში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა;

  10. 28 აპრილს მამაკაცმა გერი გოგონა მოკლა;

  11. 15 მაისს 27 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 24 გასროლით მოკლა, მისი ძმა კი დაჭრა;

  12. 22 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში 8 შვილის დედა, რომელიც მეცხრე შვილზე იყო ფეხმძიმედ ქმარმა დილის 6:00 საათზე მოკლა და თავი ჩამოიხრჩო.

  13. 22 მაისს ადიგენში, მამაკაცმა, ავთანდილ ხ-მ ნასესხი ფულის გადაუხდელობის გამო, 1960 წელს დაბადებული მერი ა-ს ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT