Express News

მოითხოვე ცვლილება - ეს შენ გეხება! (ვიდეო)


სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სისტემატური, ეგრეთ წოდებული, მოსმენები საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს; ეს კი ის პრინციპებია, რომელთაც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება. 

ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შეზღუდვის ძლიერ მექანიზმებს შექმნიდა, თუმცა არსებითი ნაბიჯები ამ მხრივ ჯერაც არ გადადგმულა. 

სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები აახლებენ კამპანიას „ეს შენ გეხება!". კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT