Express News

დაუშვან ალტერნატიული პირადობის მოწმობები -ზაზა ნანობაშვილი პრემიერს მიმართავს



დაუშვან ალტერნატიული პირადობის მოწმობები-ამ მოთხოვნით "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრს მიმმართავს. ზაზა ნანობაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე რეაგირება დროლად უნდა მოხდეს და იუსტიციის მინისტრმა ალტერნატიული საბუთების დაშვებაზე მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
ამ თემას უკვე გამოეხმაურა თეა წულუკიანი, რომლის აზრით, "აი-დი" ბარათი ელექტრონული, გაუყალბებელი და უსაფრთხო დოკუმენტია. მინისტრის განმარტებით, როცა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველო ევროკავშირთან საზღვრებს გახსნის და საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ, მათ სამგზავრო დოკუმენტად პირადობის მოწმობის გამოყენება შეეძლებათ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT