Express News

თბილისის მერიასთან კარვებია გაშლილი



თბილისის მერიასთან კარვებია გაშლილი. დედაქალაქის მთავრობის შენობასთან მეხანძრე-მაშველების საპროტესტო აქცია გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელ თემურ გიორგაძეს ნეპოტიზმსა და ფინანსურ მაქინაციებში ამხელენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. კიდევ ერთი მოთხოვნა სამსახურიდან დათხოვნილი კადრების აღდგენაა.

გიორგაძის უწყებაში ამბობენ, რომ თანამშრომლების ის ნაწილი, რომლებიც პირადი განცხადების საფუძველზე წავიდნენ, ნორმატივების ჩაბარების შემთხვევაში სამსახურში, ისევ დაბრუნდებიან. იმ პირებს კი, რომლებიც ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა, ადმინისტრაცია სასამართლოში ჩივილს ურჩევს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT