Express News

გარდაბნის გამგებლის მოადგილემ ჯაბა ლურსმანაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.


გარდაბნის საავადმყოფოში სახესა და თავის არეში  მრავლობითი დაჟეჟილობებით კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო არჩევნებზე შტაბის ხელმძღვანელის  მოადგილეს, ჯაბა ლურსმანაშვილს მკურნალობენ.
ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ გუშინ და და დღეს მას ფიზიკურად გარდაბნის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე, ყოფილი ძიუდოისტი ამბაკო ავალიანი გაუსწორდა.
ამბობს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ავალიანის მოადგილე იყო და მათი უთანხმოება სწორედ, ამ პერიოდიდან დაიწყო. აცხადებს, რომ ის და პარტიის სხვა წევრებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმ ფაქტით, რომ ავალიანი საშტაბო საქმიანობაში რთავდა პირებს, რომლებსაც მთელი რაიონი იცნობდა, როგორც ნაციონალური მოძრაობის სახეებს.
,, პრობლემები შეგვექმნა ნაციონალების მაჟორიტარის თემურ ფეიქრიშილის გამოც. ამბაკო აცხადებდა, რომ ჩვენ ოცნების წევრებს ფეიქრიშვითან უნდა გვევლო თათბირებზე და ის გვასწავლიდა, თუ როგორ მოეგო არჩევნებში მარგველაშვილს.
რაზეც არც მე და არც  წევრების უმეტესობა არ თანხმდებობდა", - საუბრობს ლურსმანაშვილი. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მათი ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ბოლო ორი თვეა ერთამანეთს არ ესალმებიან.
,, მე მყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ამბაკო ავალიანმა ამ დროის განმავლობაში უამრავჯერ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა. ჩემი პროვოკაციაზე  წამოგების მიზნით სისტემატიურად გვერდზე ჩავლისას მხარს გამკრავდა. მართლა მრცხვენია ამას, რომ ვსაუბრობ, მაგრამ ეს არის ამ ადამიანის სტილი.
რაც შეეხება გუშინ და დღეს ავალიანის და მისი მეგობრების მიერ ჩემი ცემის ფაქტს - ეს  ყველაფერი გუშინ გამგეობის წინ დაიწყო.
გამგეობიდან გამოსულს ამბაკო ავალიანმა ისევ გამკრა მხარი, ეს მაშინ როდესაც ჩემთვის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ეს ხდება გამგეობის წინ კიბეებთან, სადაც არა თუ ორი, ოცი ადამინის თავისუფლად გავლაა შეიძლება.
გვერდი გამკრა და ამას მოჰყვა ჩხუბი. შემაგინა და მეც შევაგინე, შემდეგ ფიზიკურად შემეხო, ქურთული გაიხადა და გამგეობის წინ გამგებლის მოადგილე ფიზიკურად გამისწორდა.
სანამ უშუალოდ ჩხუბს დაიწყებდა პარკში გავიდეთ და გავარჩიოთ საქმე-ო ამბობდა, მაგრამ არ გავყევი, რადგან ვიცოდი ეს ყველაფერი როგორც დამთავრდებოდა", - აცხადებს, ლურსმანაშვილი. ამბობს, რომ ამ ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, რომელსაც გამგეობის თანამშრომელი, ბექა ონიანი, სოციალური სამსახურის ერთი თანამშრომელი, ქესალოსა და  ნაზარლოს რწმუნებულები ესწრებოდნენ  - საღამოს გაგრძელება მოჰყვა.
ლურსამნაშვილი ამბობს, რომ საღამოს მას ავტომობილით ამბაკო ავალიანი და მისი მეგობრები დაედევნენ.
,, დღეს კი საავადმოფოში მოვედი რენდგენის გადასაღებად, რადგან მთელი ღამე თავის ტკივილები ვერ გავიჩერე. აქვე დავაყენე ავტომობილი და  ვხედავ მოდის ჩემთან ამბაკო ავალიანი და სოსო წელაური (ტონი) და მიწყებენ გინებას და ჩხუბს. ერთი მომენტი წავიქეცი და სწორედ მაშინ ამბაკომ  წიხლების რტყმა დამიწყო.
მესმოდა ვიღაც ქალი კიოდა უშველეთ კლავენო, მეგონა ჩემი მეუღლე იყო, მაგრამ სხვა ყოფილა. ასე აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში.
ერთადერთი ვითხოვ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. დამნაშავე და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები მარტო ჩემთვის კი არა ყველასთვის საშიშები არიან. მზად ვარ პოლიციას კიდევ ერთხელ  მივცე ჩვენება", - აცხადებს, ჯაბა ლურსმანაშვილი.
,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" შეეცადა მობილურით დაკავშირებოდა ამბაკო ავალიანს, თუმცა მან ჩვენ ზარს არ უპასუხო. შემდეგში მოკლე ტექსტური შეტყობინებით მივწერეთ ვინ ვიყავით და მისი მობილური აღნიშნულ შეტყობინების შემდეგ საერთოდ გაითიშა.
გარდაბანში აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები სათანადოდ არ გამოიძიებენ მაღალჩინოსნის მიერ ჩადენილ დანაშაულს და მას ხელს გადააფარებენ, შექმნიან სვანების 12 კაციან საბჭოს და სამართლიანობას თავად აღადგენენ. 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT