Express News

კოტე გაბაშვილი-ვხმაურობდი,ვილანძღებოდი




ვხმაურობდი, ვილანძღებოდი, მაგრამ არავისთვის წინააღმდეგობა არ გამოწევია. ეს განცხადება ყოფილმა დეპუტატმა კოტე გაბაშვილმა დღეს გამართულს სასამართლოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, გინება, რომელიც საქლაქო სასამართლოსთან მისი მხრიდან ისმოდა იყო ემოციური ფონით გამოწვეული.

"ვხმაურობდი, ვილანძღებოდი, მაგრამ არავისთვის წინააღმდეგობა არ გამოწევია.არავისთვის სეურაცხყოფა არ მიმიყენებია და არავითარი მოთხოვნები და გადი და გამოდი,"-განაცხადა კოტე გაბაშვილმა მოწმე პოლიციელების მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.

ამ წუთებში თბილისი საქალაქო სასამართლოში გუშინ სასამართლოს ეზოსი დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს. ამ დროსითვის განიხილება დაკავებული კოტე გაბაშვილისა და გოგოხიას საქმეები. მათ ბრალი წვრლმან ხულიგნობასა და პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სამსამართლოს ეზოში მომხდარი ინციდენტისას პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. მათ შორის კოტე გაბაშვილი და დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT