Express News

ტელეკომპანია "იმედიდან" თანამშრომლებს ათავისუფლებენ

"პრაიმტაიმნიუსის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "იმედიდან" თანამშრომელთა მასიური გათავისუფლება იგეგმება.
ეს გადაწყვეტილება, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია აბრამიამ მიიღო. სამსახურის დატოვება, ძირითადად "ქრონიკის" რამდენიმე ჟურნალისტს მოუწევს, რომელთა ნაწილმა აბრამიასგან წერილობითი გაფრთხილება უკვე მიიღო.
მანამდე კი არხი რამდენიმე თანამშრომელს "საკუთარი განცხადების საფუძველზე" უკვე დაატოვებინეს. ამის პარალელურად, აბრამიას ინიციატივით "იმედში" პირველი არხის რამდენიმე ჟურნალისტი გადაიყვანეს, მათ შორის ქეთევან ბოჯგუა და სოფო ოხანაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკება "მაესტროს" ჟურნალისტებთანაც მიმდინარეობს.
http://primetimenews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT