ქალაქი ამბობს" - შენი ხმაა!- აქცია, რომელმაც თბილისი მოიცვა. ამ დრომდე უცნობია ორგანიზატორების ვინაობა, თუმცა პროექტის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ: “ქალაქში ცვლილებები იწყება შენით. გინდა ცხოვრობდე ქალაქში, რომელიც ზრუნავს შენზე ? მაშინ შენც უნდა იზრუნო ქალაქზე. დააფიქსირე შენი აზრი – რა მოგწონს, ან არ მოგწონს შენს ქალაქში, რა გინდა რომ კეთდებოდეს და როგორი გინდა რომ იყოს. მოთხოვე მათ, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფრის მოგვარებაზე , რომ შექმნან ისეთი ქალაქი ,როგორიც გინდა შენ.
„ქალაქი ამბობს“ – შენი სივრცეა.”
თბილისის გარდა კიდევ ბევრ ქალაქს აქვს თავის სათქმელი. ამ კამპანიით დაწყებული „ხმა“ უნდა ისმოდეს ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში და სხვა ქალაქებში. ჩაწერეთ ვიდეოები ნებისმიერ საკითხზე, რაც გაწუხებთ თქვენს ქალაქში და გამოგვიგზავნეთ - ჩვენ მათ ჩვენს გვერდზე ავტვირთავთ.
ქალაქი ამბობს , რომ საჭიროა ისმოდეს ხმა სხვა ქალაქებიდან!" - მიმართავენ აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს და ინტერნეტში უკვე ჩაწერილ განსხვავებული შინაარსის ვიდეობს ავრცელებენ