Express News

“იდენტობა” პრემიერის ინიციატივის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დღეიდან იწყებს



როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა მარტოხელა დედების, დაქვრივებული და სხვა ადამიანების, მათ შორის, ლგბტ პირების ოჯახური ცხოვრების უნივერსალურ უფლებას უხეშად ხელყოფს. 

“იმ დროს, როდესაც მსოფლიოში მეტი და მეტი ადამიანი თავისუფლებასა და თანასწორობას მიესწრაფვის, ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით მოსული ხელისუფლება ძირითადი უფლებების ხელყოფას იწყებს. უმოწყალოდ ნადგურდება ბუნებრივი რესურსები, მასიურად ილახება ადამიანის უფლებები და საქართველო სწრაფად კარგავს ცივილიზებულ საზოგადოებად ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ვისთვისაც პრინციულად მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება და საყოველთაო უფლებები, ვიწყებთ საპროტესტო აქციებს ღარიბაშვილის ამ უსამართლო ინიციატივის წინააღმდეგ”, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

ორგანიზაციამ პირველი საპორტესტო აქცია დღეს, 17:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დააანონსა. 

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალის და მამაკაცის ერთობაა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა. 

 

პრემიერის შეფასებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი ასახავს ქართველი ხალხის შემწყნარებლობის ტრადიციას, რომლის თანახმად, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად ცხოვრობენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT