Express News

ლადო გურგენიძეს "ლიბერთი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" წილების მითვისების გამო დააკავებენ, რა კავშირი აქვს ამ საქმესთან როლანდ ახალაიას?



დარეჯან ლიპარტელიანი

ექსკლუზივ ნიუსს“ მოაწოდეს ინფორმაციარომ გენერალურიპროკურატურა უახლოეს მომავალშიყოფილ პრემიერსლიბერთი ბანკის“მეწილესლადო გურგენიძეს დააკავებსკონკრეტულად კიპროკურატურამას პრემიერ-მინისტრად მუშაობისასსახელმწიფო ქონების განკარგისკანონიერებას შეედავებააგრეთვეთავის დროზე საქართველოს ბანკისა“და ლიბერთი ბანკის“ წილების ყიდვის კანონიერებაზე დაუსვამსკითხვებსცნობილიარომ საქართველოს ბანკის“ წილების გასხვისებისსაქმეში როლანდ ახალაიაც არის გარეული და არ არის გამორიცხული,პროკურატურამ ისიც დაკითხოს.

შეგახსენებთრომ ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე „ლიბერთი ბანკის“ კანონიერმა მფლობელმა ირინა ჯინჭარაძემ  ლადო გურგენიძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა და თავისი კუთვნილიწილის დაბრუნება მოითხოვაწილისარომელიც  ზეწოლითა დაშანტაჟით სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ წაართვა.საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ცნობილია რომ, ირინა ჯინჭარაძეს „სახალხო ბანკის“ კუთვნილი წილი აგვისტოს ომის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა შანტაჟით დაათმობინა. იმხანად,ჯინჭარაძეს ინგლისიდან სტუმრად ინვესტორი ჰყავდა, რომელიც ბანკში 50-მილიონიან ინვესტიციას დებდა, სწორედ მასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და დოკუმენტაციის გაფორმება. ამის შესახებ ვანომერაბიშვილმა იცოდა და შემოუთვალა: თუკი არ დათმობ წილს და არ გადმოგვიფორმებ, შენს შვილს მივხედავთო. ირინა ჯინჭარაძეს ორი შვილი ჰყავს: პირველი მეუღლისგან ქალიშვილი, რომელიც რუსია და ქართველზეა გათხოვილი და15 წლის ვაჟი, რომელიც მამუკა ჯინჭარაძისგან ჰყავს. როცა ვანომერაბიშვილი ბანკის წილის სანაცვლოდ ჯინჭარაძეს შვილით ემუქრებოდა, მაშინ ვაჟი 9 წლისაც არ იყო, ამიტომაც შეშინებული დედა იძულებული გახდა ბანკის წილი კაპიკებად გაეყიდა. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ შანტაჟში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც მონაწილეობდა. სწორედ ის არწმუნებდა ჯინჭარაძეს, რომ წილი დაეთმო და ვისზეც ეტყოდნენ, იმაზე გადაეფორმებინა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ლიბერთი ბანკის“კანონიერმა მფლობელმა, ირინა ჯინჭარაძემ, თავისი კუთვნილი ქონების დაბრუნება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

ექსკლუზივ ნიუსი“-ს ინფორმაციით, პროკურატურამ ირინა ჯინჭარაძისსაჩივარი საფუძვლიანად შეისწავლა და თითქმის ყველა მოწმე, მათ შორის, ინგლისელი ინვესტორიც, რომელიც პროკურატურამ საკუთარი ინიციატივით ინგლისიდან ჩამოიყვანა, - დაკითხა. საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად დამთავრებულია და იმ მოტივით, რომ არ მოხდეს ბანკის კიდევ ახალ მფლობელზე გაყიდვა, სასამართლომ ლიბერთი ბანკის“ 51%-იანი წილი დააყადაღა.

ლადო გურგენიძემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ბანკის 51%-ზე ყადაღის მოხსნას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. სასამართლომ ლიბერთიბანკის“ გენერალური დირექტორის განცხადება ყადაღის მოხსნის შესახებ, არ დააკმაყოფილა და ლიბერთი ბანკის“ იმ წილის რაოდენობა, რომელიც ირინაჯინჭარაძეს ეკუთვნოდა, დღემდე დაყადაღებულია. ლადო გურგენიძეს სურდა ბანკის წილის ყადაღის მოხსნა, რადგანაც ბანკის გაყიდვა უნდოდა და მყიდველებიც ჰყავდა. ცნობილია ისიც, რომ ირინა ჯინჭარაძემ  მასმედიის საშუალებებით ყველა გააფრთხილა, რომ არ შეეცადონ ლიბერთი ბანკის“ყიდვას, რადგანაც უკანონოდ არის მითვისებული მისი კუთვნილი ქონება, პროკურატურა იძიებს ამ საქმეს და გთხოვთ, ყველა მოლაპარაკება შეწყვიტოთო.
ექსკლუზივ ნიუსი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის“გენერალურ დირექტორს, ლადო გურგენიძეს სასამართლოში არა მარტო ირინაჯინჭარაძე, არამედ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი დათხოვნილ თანამშრომელთა უმეტესობაც უჩივის.

საქართველოს ბანკის“ საქმე უკვე მეორე სისხლის სამართლის საქმეა, რამდენად კანონიერად შეიძინა ლადო გურგენიძემ ეს ბანკი, ამას გენერალური პროკურატურა სწავლობს. ბანკის წილების უკანონოდ მითვისებაში ზურაბადეიშვილივანო მერაბიშვილი და როლანდ ახალაია ფიგურირებენ. ახალი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ბანკის” ერთ-ერთი მეწილე,ელგუჯა სილაგაძე შეეცადა კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებას და საჩივრით გენერალურ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ლადო გურგენიძე დაეკითხა, 9-ჯერ დაკითხა დაზარალებული სილაგაძე, რომელიც ნერვიულობის შედეგად გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობილი გახდა, რომ ლადო გურგენიძეს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მფარველობდა და სწორედ ამიტომ არ ხდებოდა ლადო გურგენიძის დაკითხვა. ამჯერად არც ლაშა ნაცვლიშვილიათანამდებობაზე და არც დაზარალებული ელგუჯა სილაგაძეა ცოცხალი. მაგრამელგუჯა სილაგაძის და,  დარეჯან სილაგაძე ცდილობს სამართალი იპოვოს.

შევეწირები ამ საქმესთუ პროკურატურამ სიმართლე არ გაარკვიასაქართველოს ბანკთან” დაკავშირებით და დამნაშავე ლადო გურგენიძესპასუხი არ აგებინაპროკურატურის წინ თავს დავიწვავამას მთელიმსოფლიო გაიგებს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში დარეჯან სილაგაძე.

ლადო გურგენიძეს უამრავ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. სამართლიანობა მოითხოვს, დამნაშავემ კანონის წინაშე პასუხი აგოს.

წყარო http://exclusivenews.ge/?

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT