Express News

სკანდალი-ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს



ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ უნდა დადგეს დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართავს აჭარის უმაღლეს ორგანოს უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს დეპუტატის ქმედებაზე.
ამით ქარტია ტელეკომპანია "ტელეარხი 25" -ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან დეპუტატი ზეწოლაში დაადანაშაულა. ანანიძემ 9 ივნისს განაცხადა, რომ ფილმის „უმაღლესი კომფორტით“ ეთერში გასვლის შემდეგ მას მედეა ვასაძემ დაურეკა და დაემუქრა. ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული მასალა, რომელიც ეთერში 8 ივნისს გავიდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებს ეხებოდა. 
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების მედიასთან ურთიერთობის მსგავს ფორმებს და დეპუტატის ზარს ჟურნალისტთან და მის შინაარსს აფასებს, მუქარად და ზეწოლის მცდელობად.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს დეპუტატ მედეა ვასაძის პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართავს აჭარის უმაღლეს ორგანოს უსწრაფესი რეგირება მოახდინოს დეპუტატის ქმედებაზე", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. მედიის თვითრეგულირების ეს ორგანო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს შეისწავლონ ვითარება და იმოქმედონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ასევე სთხოვს საქართველოს სახალხო დამცველსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ შემთხვევით.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT