Express News

გია ვოლსკი: “თენგიზ კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი“



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის შეფასებით, “თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანსაც ჰქონდა ბევრი დადებითი“.

როგორც ვოლსკიმ კიტოვანის გეგმების კომენტირებისას განაცხადა, „ყოფილ მაღალჩინოსანს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის სურვილი აქვს, მაგრამ ის ფორმა, რაც მან აირჩია, არასწორია“.

„მას უნდა, რომ იყოს ჩართული, მაგრამ ასეთი ფორმით ჩართვა არასწორია“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კიტოვანმა საქართველოში „სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაცია“ შექმნა. დამფუძნებლების თქმით, „ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ნეგატიური მოვლენების და საფრთხის თავიდან აცილება იქნება“. ამასთან, კიტოვანი მის ორგანიზაციაში შემავალი პირებისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემას ითხოვს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT