Express News

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის სკანდალური (ვიდეო)




ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“ მედეა ვასაძე ჟურნალისტს მიმართავს
,,ეხლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“ მედეა ვასაძე ჟურნალისტს მიმართავს
ავტორები: ნინო ხარშილაძე, რუსლან დავითაზე, მირიან ურუშაძე
,,ეხლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“ ,,მიკერძოებული ხარ“ ,,ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს“ ,,ხვალ დაიკითხები პროკურატურაში“ ეს ის ფრაზებია, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ გუშინ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს სატელეფონო საუბრისას მას შემდეგ მიმართა, რაც ,,ტელეარხი-25“ის ეთერში ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით“ გავიდა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებსა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტურობას ეხებოდა. მედეა ვასაძე ჟურნალისტს პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. როგორც ჯაბა ანანიძე განმარტავს, იგი პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს, ასევე სახალხო დამცველს მიმართავს. საგამოძიებო სტუდია რეკის პროდიუსერი ირმა ზოიძე უმაღლეს საბჭოს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT