ნინია კაკაბაძე-საქართველოს საპატრიარქო რუსეთს ემორჩილება და მის ინსტრუქციას ასრულებს
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. ჟურნალისტი საკუთარ მოსაზრებას ტელებლოგ "კვირის აზრებში" ვრცლად აფიქსირებს. კაკაბაძე მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარების შედეგად ბევრი რამ ცხადია. ჟურნალისტი საკუთარ ტელებლოგში სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია (საპატრიარქო) რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ის მიზანმიმართულად დემოკრატიული სამყაროს დისკრედიტაციას ცდილობს.
"გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტი სამოქალაქო სექტორის ფლაგმანს ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება და არა პატრიარქს. კიდევ ერთხელ ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს საპატრიარქო რუსეთს ემორჩილება და მის ინსტრუქციას ასრულებს საქართველოში. საქართველოს მართლამადიდებლური ეკლესია, უკან ისევ იმპერიის მკლავებში მიგვაქანებს . არ ვიცი რას შეცვლის ამ ფაქტის გაანალიზება, რადგან არ ვარ დარწმუნებული , რომ საქართველოს მოსახლეობას არა ეს ერთმორწმუნე იმპერია არამედ დემოკრატიული, განვითარებული სამყარო სურს,"-აცხადებს ნინია კაკაბაძე.