ალბათობა იმის, რომ ჯონდი ბაღათურია თუ მამა დავით ისაკაძე იყოს პედოფილი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ჰომოსექსუალის
ალბათობა იმის, რომ ჯონდი ბარათურია თუ მამა დავით ისაკაძე იყოს პედოფილი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ჰომოსექსუალის. ამ განცხადება ს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე აკეთებს. ჟურნალისტი ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ პოლიტიკოსები, ეკლესია და პრორუსული ძალები ევროპის დისკრედიტაციას ცდილობენ.
"როგორ ახდენენ დემოკარტიული სამყაროს დისკრედიტაციას, ეკლესიის მსახურნი, პოლიტიკოსები თუ უბრალოდ პრორუსული პერსონები. ყოველთვის გვიჩნდება კითხვა, როდესაც ვისმენთ არნახულ უგუნურებას, ეს უვიცობის შედეგია თუ მიზანმიმართული დეზინფომრაცია. აი მაგალითად: როდესაც ვუსმენთ პარლამენტში მისულ მღვდლებს, ან ე.წ. უფლება დამცველ ნანა კაკაბაძეს, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს თუ პოლიტიკურ გვამს ჯონდი ბაღათურიას, რომლებიც ამბობენ, რომ ჰომოსექსუალობა და პედოფილია ერთი და იგივეა. რაშია საქმე ვერ იგებენ, თუ არ უნდათ გაიგონ, რომ მათი სიტყვები ბოროტი ტყუილია და სხვა არაფერი. რამდენჯერ შეიძლება ავუხსნათ, რომ პედოფილი შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალიც და ჰომოსექსუალიც. სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ პროცენტულად გაცილებით მეტი ჰეტეროსექსუალია პედოფილი, ვიდრე ჰომოსექსუალი. ალბათობა იმის, რომ ჯონდი ბარათურია თუ მამა დავით ისაკაძე იყოს პედოფილი უფრო დიდია ვიდრე ნებისმიერი ჰომოსექსუალი. ნუთუ ასეთი რთულია ფაქტების და არა თეორიების და მირერბა და გაგება. ხშირად ჩვენ უგუნურობას და გონებაშეზრუდულობას ვაბრალებთ ამ ელემენტარული ფაქტის ვერ გაგებას, მაგრამ როდესაც ნინო ბურჯანაძე გამოდის და ჰომოსექსუალობას ინცენტს უკავშირებს, იქ ვხვდებით, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა ევროპის დისკრედიტაციისთვის,"-აცხადებს ნინია კაკაბაძე.