რიყისა და ''იმედის'' საქმეზე საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გრძელდება.
პროცესზე შ.პ.ს „თბილსერვის ჯგუფში“ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტების დასაქმების ეპიზოდი განიხილება.
პროცესზე ამ დროისათვის „თბილსერვის ჯგუფის“ იმდროინდელი ხელმძღვანელიგიორგი ხუჭუა იკითხება. მან სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ 2009-2011 წლებში 600-მდე პირი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში იყო გაფორმებული, თუმცა რეალურად ისინი სამუშაოს არ ასრულებდნენ.
ხუჭუას განცხადებით, დავალება მან თბილისის მერის იმდროინდელი მოადგილის ტარიელ ხიზანიშვილისგან მიიღო.