საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების სერიოზული არგუმენტი აქვს. მისი თქმით, მთავრობამ გააუქმა დეპარტამენტი, რომელმაც არაოფიციალური წესით აჭარის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა ის მონაცემები, რაც აჭარის მთავრობას ოფიციალური წესით უნდა გაეგზავნა. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს ფუნქციაა განახორციელოს კონტროლი მთავრობის მუშაობაზე და მსგავსი მონაცემები კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელია.
„ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შვიდივე წევრმა დაადასტურა, რომუნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა დაიწყოს. როგორც ცენტრალური ხელისუფლებისწევრი, მაქსიმალურად ნეიტრალურ მდგომარეობაში ვიყავი და ვაკეთებდი კომენტარებს, რომ ესარის ხელისუფლების ორ სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთშეჯიბრისა და კომპრომისის მოძებნისგზა. დღეს ჩატარდა პირველი ბრიფინგი, სადაც უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, მთავრობამ გააუქმაის დეპარტამენტი, რომელმაც არაოფიციალური წესით აჭარის უმაღლეს საბჭოს გაუგზავნა ისმონაცემები, რაც აჭარის მთავრობას უნდა გაეგზავნა ოფიციალური წესით. ეს სერიოზულიარგუმენტია, რადგან უმაღლესი საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის მონიტორინგისა და კონტროლისგანხორციელება აჭარის მთავრობის საქმიანობაზე. დასხდებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები დაგააანალიზებენ ამ საკითხს. ვფიქრობ, სიმპათიები გადაიხრება უმაღლესი საბჭოს მხარეს. სხვაარგუმენტაციის წარმოდგენასაც აპირებენ უმაღლესი საბჭოს წევრები.
არჩილ ხაბაძეს ვურჩევდი, გადადგეს და გადააყენოს მთავრობა. შემდეგ თავად წარმოადგინოს იგივეან განახლებული შემადგენლობა. თუ ნდობას მოიპოვებს, მისი ლეგიტიმაციის საკითხი უფროამაღლდება, თუ ვერ მოიპოვებს ნდობას, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის კონფლიქტი უფროგაღრმავდება", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.