ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სიას 800-მდე წამალი დაემატა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სიას, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ უნდა იყიდება, 800-მდე მედიკამნეტი დაემატა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიიღო. „პირველი რადიო“ მედიკამენტების რაოდენობას აზუსტებს, ასევე თუ რა ჯგუფს მიეკუთვნება ურეცეპტოდ გასაცემი წამლები, ინფორმაციის მიღებისთანავე დეტალებს შემოგთავაზებთ.