Express News

პროკურატურამ RENAULT CLIO 124-იTOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა

IDFI-ის ინფორმაციით, მთავარმა პროკურატურამ 2013 წელს 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა. პროკურატურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და ჩანაცვლებული ავტომობილების შესახებ გამოქვეყნებული ინფრომაციის მიხედვით, შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის სხვაობამ ჯამში 1 113 877 ლარი შეადგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულებები მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს "ჯი-თი მოტორსთან", შპს "ქარ რენთ ენდ თრეიდ-ინ კომფანი"-სთან და შპს "ავტო თრეიდ ინ"-თან გაფორმდა.რაც შეეხება უშუალოდ ჩანაცვლებულ და ჩასანაცვლებელ ავტომობილთა ღირებულებას, 2013 წლის 10 ივლისს მოხდა 1999 წლის, 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO-ს ჩანაცვლება 124 118 ლარის ღირებულების 2013 წლის TOYOTA LAND CRUISER 200-ით, შესაბამისად ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომობილებს შორის შეადგენდა 123 118 ლარს. IDFI-ის ცნობით, რომ პროკურატურის ბალანსზე 146 ავტომობილი ირიცხება, რომელთა შესყიდვაც ჯამში 5 857 324,84 ლარი დაჯდა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ 2013 წლის 10 დეკემბერს ჩანაცვლებულ ავტომობილებს-ჩანაცვლებულ იქნა 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა LEXUS LX 570 იგივე მარკის 2013 წლის მოდელით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 174 575 ლარს (გადახდილი სხვაობა 106 575 ლარი). 2013 წლის 11 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 3000 ლარი ჩანაცვლებული იქნა 65 890 ლარის ღირებულების TOYOTA CAMRY-ით (გადახდილი სხვაობა 62890 ლარი). 2013 წლის 13 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 4500 ლარი, ჩანაცვლებულ იქნა 103 594 ლარი ღირებულების ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER PRADO-ით (გადახდილი სხვაობა 99 094 ლარი).

IDFI ასევე ავრცელებს ინფორმაციას კომპიტერული ტექნიკის ჩანაცვლების შესახებაც. 2013 წელს კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელდა ორჯერ. ერთ შემთხვევაში პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (Pentium 4) ღირებულებით 85 ლარი, ჩანაცვლდა 4996 ლარი ღირებულების iMac i5-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მონაცემის პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი 85 ლარის ნარჩენი ღირებულებით ჩანაცვლდა 7150 ლარის ღირებულების iMac i5-ით. IDFI აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც ავტომანქანების შემთხვევაში, ჩანაცვლების გზით შეძენილი ტექნიკა არ ყოფილა გამოტანილი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT