Express News

ბათუმში მამაკაცმა საკუთარი სახლის დაწვა სცადა, სადაც ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ

ბათუმში, ლერმონტოვის 107 ნომერში მამაკაცმა საკუთარი ბინის დაწვა სცადა, სადაც ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი ორი დღის წინ მოხდა.
მათივე ცნობით, ოჯახმა გარეთ გამოსვლა მოასწრო და არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT