ვაჟა მორგოშია-ყოფილი პოლიციელი,რომელიც მე-9 დღეა მაყენებს შეურაცხყოფას და ხელს მიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში,მემუქრება და მაშანტაჟებს-"თავისუფალი ზონის" წევრი აღმოჩნდა!
ვაჟა მორგოშია-ყოფილი პოლიციელი,რომელიც მე-9 დღეა მაყენებს შეურაცხყოფას და ხელს მიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში,მემუქრება და მაშანტაჟებს-"თავისუფალი ზონის" წევრი აღმოჩნდა! ჩემი ვარაუდი გამართლდა.ვინმე ცალკეულმა შლეგმა ჟღვლინტიანმა კი არა,ჩემს მიმართ პროვოკაცია თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სატელიტმა "თავისუფალმა ზონამ" განახორციელა. ყოფილი პოლიციელი ქუჩური ანგარიშსწორებით მემუქრება და დამცინის,რადგან მის გამოწვევას არ ვუპასუხე,პირად ანგარიშსწორებაზე უარი ვთქვი და დასახმარებლად პოლიციას მივმართე! თანაც,აშკარად არ ფლობს ჩემთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას და ჩვეულებრივ ჟურნალისტს "ასავალ-დასავალის" რედაქტორად მიხსენიებს.. ეტყობა,ნაცებს და ზონელებს თავი ისევ ხელისუფლებაში ჰგონიათ და სამოქალაქო საზოგადოებისა და მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძველი ინერციით ასეთ სამარცხვინო პროვოკაციებს მიმართავენ! ამჯერად,აშკარად ვერ გათვალეს მოწინააღმდეგის გაბარიტი მოვითხოვ,კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ჩემთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ვაჟა მორგოშია,ხოლო "თავისუფალი ზონის",როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობა- კანონით აიკრძალოს! ვინც მეთანხმებით,კომენტარებით დამიდასტურეთ! უფლებადამცველი და "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი,ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია