Express News

ირაკლი ალასანიას ახალი არაფერი უთქვამს, ეს არის „ნაც-ოცნების“ პოლიტიკა



„ლეიბორისტული პარტიის" წევრის  გიორგი გუგავას  შეფასებით საქართველოს თავდაცვის მინისრის,ირაკლი ალასანიას  განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" ბევრი რამ უნდა აპატიოს მოსალოდნელი იყო. როგორც „რეპორტიორთან" საუბარში გუგავამ აღნიშნა დღევანდელი ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და მათ საერთო ინტერესებიც ამოძრავებთ.


„ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" არათუ შეერწყნენ ერთმანეთს, პრაქტიკულად ერთი სახე მიიღეს და მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის. აშკარად შეგიძლიათ ნახოთ  თუ  როგორ გადაიქცნენ „ნაციონალები" „ოცნებებად" და როგორ გაინაწილეს ბიზნესი, პოლიტიკური ძალაუფლება. „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" ერთმანეთთან „შავი" წარსული აკავშირებთ. ამიტომ ირაკლი ალასანიას ახალი და გასაკვირი არაფერი უთქვამს, ეს არის ზოგადი პოლიტიკა რომელსაც „ნაც-ოცნება" ერთობლივად გვთავაზობს.


საუბარი სამართლიანობის აღდგენაზე არის მხოლოდ ბლეფი და სანახაობა. ეს სპექტაკლი სწორედ საზოგადოების გასაბრიყვებლად თამაშდება."- განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში გიორგი გუგავამ.

მოთმინება და "ნაციონალური მოძრაობისთვისრაღაცეების პატიება მოგვიწევსეს შემიძლია მევთქვარადგან შევძელი და ვაპატიე აფხაზებსრომლებმაც მამა დამიხვრიტეს."-  ამის შესახებ ალასანიამ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT