Express News

ვერცერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთე მიიღო საქართველომ რუსეთისგან - მეუფე გრიგოლი


ღვთისმშობლის ხატი ჩააბრძანეს დღეს ხობის სმონასტრო კომპლექსში, რომელიც სამონასტრო კომპლექსისთვის სპეციალურად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დააწერინა. კომპლექსის გახსნიდან ერთი წლის თავზე, დღეს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ხობის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ წირვაზე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე იქადაგა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა რუსეთს და მართლმადიდებლობას ერთანეთთან აიგივებენ, მეუფეს სიტყვებით „ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსეთისკენ სვლა შეუძლებელია“.
„როდესაც წინ მიიწევ, სულ უფრო მომძლავრებულია ძალისხმევა ადამიანებში შიშის დათესვის. ჩვენ გვინდა ძლიერ და ნათელ ქვეყანაში, მართლმადიდებლურ წიაღში ცხოვრება და მე ვწუხვარ, როდესაც მართლმადიდებლობას და რუსეთს ერთმანეთთან აიგივებენ. ამას ვერ მივესალმები, რადგან ვერც ერთი ისტორიკოსი ვერ დამისახელებს, რა სიკეთეები მიიღო საქართველომ მარლმადიდებელი რუსეთისგან. ორი დღის წინ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნეთ, მაგრამ შეუძლებელია, შეუთავსებელია, ადამიანი ამ ყველაფერს გულით ხარობდეს, ხატებზე გამოსახულ წმინდანებს თაყვანს სცემდეს და ამავდროულად რუსული დროშით ხელში ჩრდილოეთისკენ იმზირებოდეს. ეს არის თვითმკვლელობა. ეს არის შეუსაბამობა, რომელიც არა გონიერებაზე, არამედ უგუნურებაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დუღილის პროცესში ვართ და არ ვართ გაძლიერებული და ამ სუსტ მგომარეობაში დასაყრდენს პოულობს შავბნელი ძალა, რომელსაც სურს, უკან დაგვაბრუნოს. რისი უნდა შეგვეშინდეს, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი?! ქრისტეს რწმენა ადამიანებს გმირებად აქცევს, ამიტომ ჩვენი რწმენა არ არის შიშის რწმენა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT