აფზახეთის ტელევიზიის თანამშრომლები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებასგამოთქვამენ.
„მეორე დღეა აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გაშუქების საშუალება არ გვეძლევა. ტელევიზიის შენობაშიც და მიმდებარე ტერიტორიაზეც უცხო ადამიანები და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც ხელს უშლიან ტელევიზიის მაუწყებლობას. საზოგადოება ჩვენგან ობიექტურ ინფორმაციას ელოდება, მაშინ, როცა ჩვენ მიტოვებულები და დაუცველები ვართ. ტელევიზია მძევლად არის აყვანილი და ჩვენ ჩვენს პროფესიული მოვალეობას ვერ ვასრულებთ“, - ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის თანამშრომელთა განცხადებაში.
აფზახეთის ტელევიზიის თანამშრომლები მხარდაჭერას თხოვენ ყველას, ვინც აღიარებს დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს - სიტყვის თავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომელშიც აფხაზური მედიის ცნობით, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით ოპოზიციონერებმა შტურმი მიიტანეს ხელისუფლების ადმინისტრაციაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.