Express News

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ჟურნალისტი 20-კაციანმა ჯგუფმა, ძალის გამოყენებით წაართვეს ვიდეოკამერა, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მანქანის საბარგულში ჩაკეტვით დაემუქრნენ


27 მაისს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ჟურნალისტ მერაბ როდონაიას მიმართ ძალადობას, მუქარით უკანონოდ შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელშეშლას. მერაბ როდონაია „ახალი მედიის ასოციაციის“ წევრი ორგანიზაცია TSpress.ge- სთვის, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ამომრჩევლებთან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ მაგდალინა თოდუას შეხვედრას აშუქებდა.
როდონაიას განმარტებით, გადაღების დაწყებისთანავე, აქტივისტების დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა, ძალის გამოყენებით, ყვირილითა და მუქარით შეხვედრის ადგილიდან გაიყვანეს. წაართვეს ვიდეოკამერა, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მანქანის საბარგულში ჩაკეტვით დაემუქრნენ.

„ვუთხარი ვინაობა, რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენდი და ვეკითხებოდი, რატომ ითხოვდნენ ჩემგან გადაღების შეწყვეტას. ისინი ძალადობას და მუქარას აგრძელებდნენ. კამერა 20 წუთის შემდეგ დამიბრუნეს. კადრები წაშლილი იყო,“– აღნიშნავს მერაბ როდონაია.

ფაქტს შეესწრნენ გამგებლობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ – ედიშერ თოლორაია, ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: მერაბ ქვარაია და მაგდალინა თოდუა, რომლებსაც იმ მომენტში მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ. მხოლოდ დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტთან წუხილი გამოთქვა მომხდარი ინციდენტის გამო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, დასჯადი ქმედებაა.


„ახალი მედიის ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT