Express News

სასწრაფოდ-"ევრაზიული არჩევანის" მომხრეებს კვერცხები დაუშინეს


პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც "ევრაზიული არჩევანის" აქციას აპროტესტებენ, რუსეთის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს. 
ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. 
"ევრაზიული არჩევანის" მხარდამჭერებს გაშლილი აქვთ პლაკატები, სადაც საკუთარი მოთხოვნები აქვთ დაფიქსირებული, მათი მოწინააღმდეგეები კი, ადმინისტრაციასთან მისული არიან უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT