Express News

დადიანზე მილების გამოცვლამ "პრადო" "იმსხვერპლა"


დადიანის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს – მილებს ცვლიან. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ სამუშაოებმა მძღოლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა – დადიანის გამზირი გადათხრილია, რაც სერიოზულ საცობებს იწვევს. იქნებ ჯობდა, სამუშაოები ზაფხულში დაეწყოთ, როდესაც თბილისში ცოტა მანქანებია?!

ასევე, კარგი იქნება, თუ ის 
კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, უსაფრთხოების მეტ ზომას მიიღებს და უფრო მკაფიოდ მიუთითებს მძღოლებს, რომ გზის სახიფათო მონაკვეთზე იმყოფებიან.

რამდენიმე დღის წინ, საღამოს, დადიანის გამზირზე "ტოიოტა პრადოს" მარკის ავტომანქანა თხრილში ჩავარდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა. თუმცა თუ უსაფრთხოების ზომები არ გამკაცრდა, შესაძლოა, მომავალში უფრო მძიმე შედეგი მივიღოთ.




ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT