Express News

სოხუმში აფხაზურმა ოპოზიციამ დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყო


სოხუმში ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დეფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან მოლაპარაკებების შედეგს არ დაელოდნენ, ანქვაბის ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
სააგენტოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას ქვები და ჯოხები დაუშინა, რის შედეგადაც ფანჯრებია ჩამსხვრეული. მათ შესასვლელი კარიც ჩაამტვრიეს და შიგნითაც შეაღწიეს. 
ამავდროულად, ოპოზიციის ნაწილი ანქვაბთან მოსალაპარაკებლად იმყოფება. ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს. ამ მოთხოვნით რამდენიმე ათასი ადამიანი ქალაქის ცენტრში შეიკრიბა, როს შემდეგაც ანქვაბის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT