ყველაზე მთავარი შედეგი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების არის არა პოროშენკოს არჩევა, არა ის, რომ პრეზიენდტი პირველივე ტურში აირჩა, და არა ის, რომ ტიმოშენკო დამარცხდა, არამედ ეს არის ფორმალური იურიდიული სიკვდილი პუტინური მითის - უკრაინის გახლეჩვა დასავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილებად, დაყოფა მედასავლეთეებად, რუსულენოვანებად, ბენდერებად და ახალ რუსებად.
ეს არის პუტინური გეგმის - უკრაინის დაყოფის შესახებ - დაკრძალვა. ეს არის უკრაინიზაციის 20 წლიანი პერიოდის საბოლოო დასასრული. ვესტერნიზაციის გზაზე უკრაინის ევროპეიზაციის მთავარი ეტაპი.
პირველად, 2 ათწლეულის განმავლობაში დამოუკიდებელი უკრაინის არჩევნებში სახელმწიფოს მეთაური აირჩა არა აღმოსავლეთის ხმებით დასავლეთის საწინააღმდეგოდ, და არც დასავლეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმებით აღმოსავლეთის საწინააღმდეგოდ, არამედ პირველად უკრაინის პრეზიდენტი აირჩა მთელი უკრაინის, ყველა მსხვილი მიკრორეგიონის ამომრჩეველთა ხმებით.
უფრო მეტიც, ხმების უმეტესი რაოდენობა, რომელიც მიიღეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა, დაახლოებით 83%, ნიშნავს იმას, რომ უკრაინის მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა უკრაინელი ხალხის ნაციონალურ არჩევანს - ერთიანი უკრაინის დასავლეთის მიმართულებით განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ პუტინის პროექტებმა - უკრაინის მიტაცების, მასზე კონტროლის დაწესებისა და გახლეჩვის შესახებ, დამანგრეველი მარცხი განიცადა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ - შუალედური შედეგები ათთვიანი პუტინის ომისა უკრაინის წინააღმდეგ, მიუხედავად პუტინური პროპაგანდისტების განცხადებებისა, მათი წარმოუდგენელი წარმატებებისა და გამარჯვებების შესახებ, აღმოჩნდა, რომ მაინც პუტინის გეგმების ტოტალური კრახით დასრულდა.
უკრაინა არ გახდა ბენდერების, არც ანტირუსების, არც ანტირუსული, პრატქიკულად, მთელი უკრაინა გახდა ანტიპუტინური და მისი ორიენტაცია მიმართულია დასავლეთში ინტეგრაციისკენ, ე.ი. თანამედროვე მსოფლიოსკენ.
ჩვენი მილოცვები მოძმე ხალხს!