Express News

"ხულოში სოფელ ღურტაში სპეცრაზმი შეიყვანეს"

ხულოში სოფელ ღურტაში სპეცრაზმი შეიყვანეს, ინფორმაციას ამის შესახებ newsbatumi.blogspot.com ავრცელებს.
"როგორც ადგილობრივმა როლანდ იაკობაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია ხულოში სოფელ ღურტაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხაბაძის დავალებით სპეცნაზი შეიყვანეს. ნაცემია ბავშვები, ქალები და მოსახლეობა დაარბიეს", - წერს პორტალი.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტას მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც ჰესის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ადგილობრივებს მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული და ჰესის სამშენებლო სამუშაოს დასაწყებად მთავრობას იქ ტექნიკის შეყვანის საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერიენ. მათ გახსნეს გზა, რის შემდეგაც მთავრობის წევრები ჰესის ტერიტორიაზე შევიდნენ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის მომხდარიდაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT