Express News

რა ქონების მფლობელია ვანო მაჭავარიანი


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, ის მზადაა ჟურნალისტები ჭორვილაში ჩაიყვანოს და აჩვენოს, როგორ  სახლში ცხოვრობს.

რა ქონების მფლობელია პრეზიდენტის მრჩეველი?  როგორც მის მიერ  სხვადასხვა წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციებიდან  ირკვევა მაჭავარიანს ფინანსურ პრობლემები არასოდეს ჰქონდა.
"გურია ნიუსმა" პრეზიდენტის მრჩევლის 2014 წლის დეკლარაცია შესწავლა. აღმოჩნდა, რომ მაჭავარიანებს არაერთი ბინა, მიწის ნაკვეთი, ფირმა და სტაბილური შემოსავალი აქვთ. თუმცა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებით, უმუშევარი ვანო მაჭავარიანისთვის მთავარი  პრობლემა დასაქმება იყო და  პოლიტიკურ მსოფლმხედველობასაც დამსაქმებლის მიხედვით  იცვლიდა.
 უძრავი ქონება:
ივანე მაჭავარიანი- 100% . საცხოვრებელი სახლი. თბილისი, დიღმის საცდელი მეურნეოების დასახლება, ნაკვეთი 82, ფართობი - 400.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი- 100% მიწის ნაკვეთი. თბილისი, დიღმის საცდ.მეურ.დასახლება, ნაკვეთი 82, ფართობი - 800.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი-  50% მიწის ნაკვეთი. თბილისი, დიღმ.საცდ.მეურნეობის დასახლება,
ნაკვეთი 81, ფართობი - 1000.00 კვ.მ  ლესლი როჯერს(მეუღლე) - 50%
ივანე მაჭავარიანი - 100% მიწის ნაკვეთი. საჩხერის რ-ნი, სოფ.ჭორვილა, , ფართობი - 1290.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი  -100% საცხოვრებელი სახლი. საჩხერის რ-ნი,
სოფ.ჭორვილა, ფართობი - 330.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი- 100% მიწის ნაკვეთი. თბილისი, დიდგორი, ტაბახმელა, ფართობი - 1290.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი- 100% მიწის ნაკვეთი. ბაკურიანი, ბორჯომის რ- ნი, დიდველი, ფართობი - 1000.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი -100% მიწის ნაკვეთი. საჩხერის რ-ნი, სოფ. ჭორვილა, , ფართობი - 3600.00 კვ.მ
ივანე მაჭავარიანი -50% საცხოვრებელი სახლი, თბილისი, ვაკე-საბურთალო, დიღმის
საცდ.სასწ.მეურნ.დასახლება, ნაკვეთი 81, ფართობი - 180.00 კვ.მ. ლესლი როჯერს - 50%
მაჭავარიანების ოჯახში ორი ავტომანქანაა: ვანო მაჭავარიაანის სახელზე რეგისტრირებული ტოიოტა პრადო  და ლესლი როჯერსის   ფოლგსვაგენ ტიგუანი.
საბანკო ანგარიშები
ივანე მაჭავარიანი თი–ბი–სი ბანკი დეპოზიტი- 41000.00 USD კრედიტი(+)
ლესლი როჯერს თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე -3868.00 USD კრედიტი(+)
ივანე მაჭავარიანი ველს ფარგო ბანკი, აშშ ერთობლივი დეპოზიტი -131 500.00 USD კრედიტი(+)
ლესლი როჯერს ველს ფარგო ბანკი, აშშ მიმდინარე -423.00 USD კრედიტი(+)
ივანე მაჭავარიანი თი–ბი–სი ბანკი სახელფასო -283.00 GEL კრედიტი(+)
ივანე მაჭავარიანი თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე- 247.09 EUR კრედიტი(+)
ლესლი როჯერს თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე -1606.00 GEL კრედიტი(+)
ლესლი როჯერს Charles Schwab Invst. B საპენსიო -315 000.00 USD კრედიტი(+)
სამეწარმეოსაქმიანობა
ლესლი როჯერს- მერი ლონგსვორს ტრასტ, ლესლი როჯერს ტრასტი- დირექტორი. რეგისტრირებული არიზონას შტატში. შემოსავალი 2013 წელს - 25 000 აშშ. დოლარი.
ლესლი როჯერს - ჩარლზ შვაბ & კორპ. სიანვესტიციო ბანკი, აშშ, სან ფრანცისკო-აქციონერი. შემოსავალი 2013 წელს- 12000 აშშ. დოლარი.
2013 წელს შესრულებული  ანაზღაურებადისამუშაო
ივანე მაჭავარიანი- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ლექტორი/მკვლევარი -  12 400 ლარი.
ლესლი როჯერს იურიდიული კომპანია დეკერტი -  იურისტი 30000 ლარი.
ივანე მაჭავარიანი- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტის მრჩეველი- 3045 ლარი.
2013 წელს მაჭავარიანების ყველაზე დიდი გასავალი 60 000 ლარია, რომელიც მათ სახლის მშენებლობაზე დაუხარჯავთ.

წყარო gurianews.com/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT