შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას განცხადებით, პოლიციის ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე შს მინისტრს არ დაუჯილდოებია.
ამის შესახებ იზორიამ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" სტუმრობისას თავად ალავიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
"ეს ტყუილი ინფორმაციაა, ასეთი რამ მე ბუნებაში არ გამიგია. ეს პიროვნება არ მინახავს და არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, არ ვიცი", –განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელთა პროფესიულ დღესასწაულზე შს მინისტრმა პოლიციის ყოფილი უფროსები სოსო ალავიძე, მერაბ ბაღათურია, გუჯა ჯამბურია, თამაზ თამაზაშვილი, როგორც ვეტერანი პოლიციელები, დაასაჩუქრა.