Express News

სასწრაფოდ-ქართველი სოპრანო ჰომოფობიის გამო ოპერიდან დაითხოვეს



ქართველი სოპრანოს ჰომოფობიური სკანდალი „ოპერა ავსტრალიასთან“ მისი კონტრაქტის გაწყვეტით დასრულდა. დღეს „ოპერა ავსტრალიამ“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი განცხადება გაავრცელა, რომლითაც ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ თამარ ივერი ოპერაში „ოტელო“ მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მასთან ურთიერთობა გაწყვეტილია. კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით თავად თამარ ივერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა. როგორც სოპრანო წერს, ის გამოდის ოპერიდან , რადგან არ სურს მისი მონაწილეობით რაიმე საფრთხე შეუქმნას წარმოდგენას. თამარ ივერი ასევე დამწუხრებულია იმ კამპანიით, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ივერი წერს, რომ მას არასდროს მიუყენებია ზიანი ვინმესთვის რელიგიური და რასობრივი მიზეზით და ასევე სექსუალური კუთვნილების გამო. თამარ ივერის „დეზდემონა“ „ოპერა ავსტრალიის“ სცენაზე მას შემდეგ გახდა სკანდალური, რაც „ოპერა ავსტრალიის“ „ფეისბუქის“ გვერდზე თამარ ივერის ჰომოფობიური განცხადების გამო კრიტიკა დაიწყო. „ფეისბუქის“ მომხმარებლები მიმართავდნენ ოპერას ქართველი სოპრანო არ დაეშვათ სცენაზე მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო . როგორც ცნობილია, 2013 წლის 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები თამარ ივერმა მკაცრად გააკრიტიკა და ლგბტ საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT